Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით რეისების შესასრულებლად ემზადება

თბილისი (BPI) – სექტემბრიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში AviaNews-ს განუცხადეს, რომ Pegasus Airlines-ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე ოპერირებას რამდენიმე კვირაში, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებს.

აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების დანიშვნისთვის ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით Pegasus Airlines-ი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს.

აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. გასულ წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს, თუმცა სავარაუდოდ, დაბალი მოთხოვნის გამო, რეისები გააუქმა.

ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …