სექტემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 84.6%-ით გაიზარდა

2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.5% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა.

 

2022 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.0 მლნ აშშ დოლარი (91.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.4%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …