სექტემბერში ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდეს

თბილისი (BPI) – სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება 550.2 მლნ ლარით გაზარდეს 30.45 მლრდ ლარამდე.

ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.2% შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 13.2% იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ.

საკრედიტო პორტფელის 87.5% გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 57.3% უცხოური ვალუტით იყო გაცემული.

მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.4%-ს შეადგენდა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …