სეს-მ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, 14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო. შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი განადგურების მიზნით,  დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მომხმარებელს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია ცხელ ხაზზე – 1501.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …