სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა

თბილისი (BPI) – იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე წლის 30 აპრილამდე 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ სასესხო/საკრედიტო ვალდებულებები გააჩნდათ, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკში დოკუმენტაციის წარდგენის თავდაპირველი თარიღი ერთი თვით, 2019 წლის 30 აპრილამდე იყო გახანგრძლივებული.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, იმ პირთა საქმიანობა, რომელთაც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები არ წარუდგენიათ და 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ ჯერ კიდევ გააჩნიათ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება..

დღევანდელი მდგომარეობით, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე განაცხადი 205 მეწარმე სუბიექტს აქვს წარდგენილი, აქედან რეგისტრაცია 145 სუბიექტმა უკვე გაიარა. ინფორმაცია რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=529.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …