სემეკში Energy Community-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებლები, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესზე, ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიან მექანიზმებზე.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და  ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს შემუშავებული. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა წარმოადგენს მყარ ფუნდამენტს  ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის იურიდიული და საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …