სემეკში მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე შეხვედრები გრძელდება

 

სემეკში მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე შეხვედრები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც სემეკისა და მელიორაციის სექტორის წარმომადგენლები საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესახებ მსჯელობენ.

სემეკში საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია წარმოადგინოს თავისი მოსაზრება მიმდინარე წლის 17 აგვისტომდე.

სემეკის მიზანია, წესებით დარეგულირდეს საირიგაციო სისტემის მეშვეობით პირველად წყალმოსარგებლესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები, მომხმარებლისთვის სარწყავი ან/და სხვა ტექნიკური მიზნით, მათ შორის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების წყლის მიღებასა და მომარაგებისას.

აქვე იმსაც შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სემეკში სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,“ – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …