სემეკში მელიორაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, თამაზ მღებრიშვილი.

სემეკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სექტორის რეგულირების ხედვა, ისაუბრეს სატარიფო პოლიტიკასა და საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე, განიხილეს სხვადასხვა ტექნიკური საკითხი. სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის თაობაზე. ახალი მარეგულირებელი აქტებით დარეგულირდება პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემიდან წყლით
მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლის მიზანიცაა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის სწორი მოლოდინის შექმნა, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა.

აქვე იმსაც შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სემეკში სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,“ – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ტარიფების განსაზღვრის ნაწილს. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის გიგა ნადირაძეს განამრტებით,  2024  წლიდან მელიორაციის სექტორში ორი ტიპის გადასახადი დაწესდება, მათ შორისაა, ფიქსირებული გადასახადი და კუბურ მეტრზე გადასახდელი თანხა.

„პარალელი რომ გავავლოთ წყალმომარაგების სექტორთან, არსებულ რეალობაში ჩვენ გვაქვს სულადობრივი გადასახადი უმრიცხველო მომხმარებლებზე და ასევე გვაქვს გადასახადი კუბურ მეტრზე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მოხმარებული წყლის აღრიცხვის შესაძლებლობა აქვთ. მსგავსი სისტემა იქნება მელიორაციის სექტორშიც, კერძოდ, იქნება ფიქსირებული გადასახადი ჰექტრის მიხედვით, რომელის გამოყენება მოხდება ისეთი ტიპის მომხმარებლებთან, რომლებთანაც შეუძლებელია მოხმარებული წყლის აღრიცხვა, ან საერთოდ არ არსებობს აღრიცხვის სისტემები, ხოლო რაც შეეხება კუბურ მეტრზე ტარიფს, მისი გამოყენება მოხდება, მაშინ როდესაც შესაძლებელია აღირიცხოს კნკრეტულად რა მოცულობის წყალი მოიხმარა ფერმერმა“. – აღნიშნა გიგა ნადირაძემ.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …