სემეკში თვინინგის ახალი პროექტი იწყება

16 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში „გარდენ ჰოლი“ გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ მე-5 პროექტის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება.

ღონისძიებას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და პროექტის უცხოელი პარტნიორები.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …