სემეკში განხილული საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადებს, ასევე აბონენტებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს

სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. სხდომაზე განხილული სე
📍კომისიამ განიხილა საკითხი „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ კომისიის #19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საჯარო წარმოების დაწყების შესახებ. კომისიაში მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 17 თებერვალი. ხოლო დადგენილების გამოცემის ვადად – 20 აპრილი.
📍ასევე, კომისიამ განიხილა საკითხი “ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის #47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის დაგენილების გამოსაცემად საჯარო წარმოების დაწყების თაობაზე. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 20 თებერვალი. ხოლო დადგენილების გამოცემის ვადად – 31 მარტი.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …