სემეკს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასდა ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის სფეროში ჟვანიას სკოლის მსმენელების, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისადა ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების, ცნობიერების ამაღლებისთვის სემეკის წარმომადგენლების მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროფესიულ, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითპროექტებს, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს  თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლიერებასა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

ცნობისთვის, 2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას (სემეკი)განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.  სწორედ აღნიშნული ცვლილებების შემდგომ 2022 წლის დასაწყისში შეიქმნა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც ელიზბარ ერისთავის სახელობისაა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება. გარდა ამისა, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, ფუნდამენტური კვლევების ჩატარება, სამეცნიეროსაგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, კვლევების ორგანიზება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა.

სასწავლო ცენტრის მისიაა, აქტიურად იყოს ჩართული იმ პრიორიტეტულ საქმიანობებში, რომლებიც მიზნად ისახავს: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კვალიფიკაციის ამაღლებას, ქალთა ჩართულობის ზრდას, მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების, ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კვლევების, რეკომენდაციების შემუშავებას, პოტენციური ინვესტორების მოქმედი რეგულაციების თაობაზე ინფორმირების უზრუნველყოფას.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …