სემეკსა და GCCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვა, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ენერგეტიკის სფეროში  კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის  მიზნით  ჩაატარონ ერთობლივი ღონისძიებები, კანონმდებლობის ცალკეული დებულებების დახვეწისათვის მოამზადონ წინადადებები. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ახალი მიდგომების შემუშავებაზე, პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაზიარებასა და  ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …