სემეკსა და მოლდოვის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიასა (სემეკ) და მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სემეკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. შეთანხმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ენერგიით ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას პროცესის გაძლიერება, ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …