სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად შეაფასეს. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გარე აუდიტის საფუძველზე, სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი ძალაშია მომდევნო 3 წლის მანძილზე, 2027 წლამდე.
ISO 9001:2015 – ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პროცესუალური მიდგომების დახვეწა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატის მისაღებად შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივითა და კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.
„სასიხარულოა, რომ სემეკს უკვე მეორედ მიენიჭა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ დასტურს იმისას, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სემეკი დღეისთვის მსოფლიო მარეგულირებელ უწყებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რასაც მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სემეკისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, 2026 წელს საქართველოში უმასპინძლოს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს. ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, განვაგრძოთ განვითარება და ყოველწლიურად დავხვეწოთ სემეკის საქმიანობის ხარისხი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი სემეკს პირველად 2020 წელს მიენიჭა. საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს ყოველწლიურად ატარებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …