სემეკმა რეგულირებული გენერაციის ობიექტების აუდიტის ანგარიშები მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის გენერაციის 6 რეგულირებადი საწარმოს მარეგულირებელი აუდიტის შედეგები მოისმინა და დადებითად შეაფასა. სემეკის მიერ ჩატარებული მარეგულირებელი აუდიტის შედეგად, 4 თბოსადგურისა და 2 ჰიდროელექტროსადგურის დანახარჯები  ჯამში 21 მლნლარამდე შემცირდა, რაც ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე დადებითად აისახება. 

მათ შორის, შემცირება შეეხო საოპერაციო დანახარჯებს – 12,2 მლნ ლარით, ინვესტიციების ნაწილს  – 8,1 მლნ ლარით, ხოლო შესამცირებელი სხვა საოპერაციო შემოსავალი განისაზღვრა  – 0,5 მლნ ლარით.

 საჯარო სხდომაზე კომისიამ მოისმინა სს „ხრამჰესი I“-სა და  სს „ხრამჰესი II“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები, ასევე შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, შპს „ჯიფაუერის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ და შპს „მტკვარი ენერჯის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები. 

მარეგულირებელი აუდიტის საფუძველზე კომპანიებს განესაზღვრათ კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების მაჩვენებლები ახალი სატარიფო წლისთვის.   

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ ქ. ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …