სემეკმა „თელასი“ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 56 200 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. 

მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევებს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების ნორმები, არაჯეროვნად სრულდებოდა კომპანიის ფუნქცია-მოვალეობები. ასევე, სს „თელასის“ მიერ უგულებელყოფილი იყო სემეკის მოთხოვნები. 

საჯარო სხდომაზე სს „თელასს“ დაევალა დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორება. ამასთანავე, მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევების განმეორების შემთხვევაში სემეკი  უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.  

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …