სემეკმა „თელასი“ დააჯარიმა

თბილისი (BPI) – სემეკ-მა „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5000 ლარით დააჯარიმა. ამასთანავე, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო,  სს „თელასს“ დაევალა შპს „ტორნადოსთვის“ კომპენსაციის სახით, მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასურის 50%-ის –  4 650 ლარის გადახდა.

მიმდინარე წელს შპს „ტორნადომ“ მიმართა სს „თელასს“ და მოითხოვა თბილისში მდებარე ობიექტის ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. სს „თელასმა“ მიიღო განაცხადი და იკისრა მისი შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ არ ფიქსირდებოდა ხელის შემშლელი გარემოებები, სს „თელასმა“ არ უზრუნველყო განსაზღვრულ ვადებში ობიექტისთვის მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, სს „თელასმა“ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში მიუთითა, რომ შპს „ტორნადოს“ მოთხოვნა ვადებში იყო შესრულებული.

სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასს“ დაევალა შპს „ტორნადოსათვის“ კუთვნილი ობიექტის სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფა განსაზღვრულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ექნება ადგილი ვადის დარღვევას, კომპანიას შპს „ტორნადოსათვის“ კომპენსაციის სახით მიერთების საფასურის 100%-ის გადახდა მოუწევს. ამასთანავე, მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სს „თელასი“ დაჯარიმდება 15 000 ლარით.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …