სემეკმა „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

ქარის ელექტროსადგური მდებარეობს  კასპის მუნიციპალიტეტში. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება  67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.

 შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური  3  აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.

შემთხვევითი სიახლე

ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში …