სემეკმა „ბათუმის წყალი“ 25 ათასი ლარით სასარგებლოდ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ბათუმის წყალი“ 25 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა.
მოქალაქის განცხადების საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების შესაბამისად, შპს „ბათუმის წყალმა“ უსაფუძვლოდ დაახარვეზა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …