სემეკი რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შემცირებაზე „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმას განიხილავს

6 ოქტომბერს, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალის“ მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმას. საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომას დაესწრება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე.

მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს სემეკმა შპს „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში ხშირი ავარიული წყვეტების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა. ამასთანავე, კომპანიას დაევალა წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ავარიების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით დეტალური საინვესტიციო-სამოქმედო გეგმის სემეკში წარდგენა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …