„სემეკი ელექტროენერგიის დამგროვებელი მოწყობილობების განვითარების პროექტზე მუშაობს“

“სემეკი სახელმწიფოს სხვადასხვა სტურქტურებთან ერთად ელექტროენერგიის დამგროვებელი მოწყობილობების განვითარების პროექტზე მუშაობს მუშაობს“. – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით დამგროვებელი მოწყობილობებები განვითარება და დანერგვა ქვეყნისთვის აუცილებელია, რადგან იმ ტერიტორიებზე, სადაც ელექტროეენერგიის მიწოდება რთულია, სწორედ დამგროვებელმა მოწყობილობებმა ითამაშონ მთავარი როლი.

„დღეის მდგომარეობით საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება დამგროვებლების გამოყენება. პირველ რიგში საინტერესოა ეს ყველაფერი ისეთი ლოკაციებისთვის, სადაც არ არის ელექტროენერგია. ჩვენ შემთხვევაში ასეთი ადგილია თავ-თუშეთი, სადაც ადრე არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზი, მაგრამ დღეს აღარ არსებობს და შესაბამისად, მისი თავიდან მშენებლობა დაკავშირებულია დიდ ინვესტიციებთან. ამის გარდა, პრობლემატურია თვითონ რელიეფიც, სადაც ეს ხაზი უნდა აშენდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინა ეგრეთ წოდებული მიკრო ქსელის განვითარებისთვის, აუცილებელია რომ არსებობდეს ელექტროენერგიის დამგროვებელი.

როდესაც ვსაუბრობთ მაშტაბურ პროექტებზე და ისეთ ენერგიის წყაროებზე, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არის ცვალებადი, ამ შემთხვევაში არა მარტო სასურველია, არამედ აუცილებელიცაა გამოიყენებოდეს აღნიშნული დამგროვებელი. აქვე იმასაც დავაანონსებ, რომ სემეკი სახელმწიფოს სხვადასხვა სტურქტურებთან ერთად ელექტროენერგიის დამგროვებელი მოწყობილობების განვითარების პროექტზე მუშაობს“. – აღნიშნა თორნიკე აფრიაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …