სემეკის ხელმძღვანელმა პირებმა ენერგეტიკული გაერთიანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) 20 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც საბერძნეთში, ქ. ათენში გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისა და ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წელს ქ. ათენში, დაარსდა. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. 2016 წელს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს, რომლის საფუძველზეც 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …