სემეკის წევრმა, გივი სანიკიძემ ERRA-ს შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გივი სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ომანის სასულთნოში, ქ. მასკატში გაიმართა.
გივი სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები და დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ, რომელიც ქ. თბილისში 2026 წელს ჩატარდება. კომისიის წევრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ენუქიძემ.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …