სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე მაია მელიქიძე ასოციაციის ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
🟢 სემეკის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გოჩა შონია, რომლებმაც სემეკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მაია მელიქიძის კანდიდატურას.
✅ასოციაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს მაია მელიქიძის მიერ ERRA-ს პრეზიდენტობის პირველ ვადაში ასოციაციაში განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც ასოციაციის საქმიანობა მეტად ეფექტური გახადა. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასთან ერთად, მაია მელიქიძის ინიციატივით, ასოციაციაში დაიწყო პროგრამები, რომლებიც ეხმარება ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს კარიერულ წინსვლაში.
🟢ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს, ასევე ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
🟢სემეკი ERRA-ს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …