სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, მაია მელიქიძე უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში ERRA-ს ორგანიზებით  ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრებთან დაკავშირებულ  საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. მაია მელიქიძემ ისაუბრა ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის მნიშვნელობაზე ენერგეტიკის სექტორში,   საქართველოში ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესსა და ტენდენციებზე.

ქ. ბუდაპეშტში ERRA-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე  ესწრებოდა ესწრებოდა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, ERRA-ს ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად გაჩეჩილაძე.​

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის აშშ-დან. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …