სემეკის წევრი გიორგი ფანგანი წყლის საერთაშორისო ასოციაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG)ასამბლეაზე სიტყვით წარდგა. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს წყალმომარაგების სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და  ამ კუთხით, სემეკის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ფანგანმა ისაუბრა სატარიფო მეთოდოლოგიის სამიზნე მაჩვენებლებზე, რომელიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სექტორის მოკლევადიან და ეფექტიან განვითარებას.

WAREG წარმოადგენს უმსხვილეს წყლის ასოციაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას წევრ და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის. სემეკი ასოციაციის წევრი და  დამფუძნებელია. სემეკთან ერთად ასოციაციის წევრ-დამფუძნებლები არიან ბელგიის, ირლანდიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები.

შემთხვევითი სიახლე

კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან – ლევან მეხუზლა

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე …