სემეკის წევრები Energy Community-ს ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრები, გიორგი ფანგანი და დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობის განხილვა და თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა.
შეხვედრის ფარგლებში სემეკის წევრებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივი გახსნის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილეს საბაზრო მექანიზმების სრულყოფისა და გარდამავალ პერიოდში საჭირო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს მხრიდან ხორციელდება.
მხარეებმა იმსჯელეს ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესზე, მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე. ამასთანავე, შეთანხმდნენ 2026 წლისთვის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს …