სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს EU4Energy-ის მეორე ფაზის პროგრამაში

სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), EU4Energy-ის მეორე ფაზის პროგრამის – „განახლებადი ენერგიების ტრანზიციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში.

ვორქშოფი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვას ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების კომუნიკაციის სპეციალისტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარებას კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგიის მიმართულებით და ენერგეტიკის საკითხებზე მედიაში გაშუქების მაგალითებსა და თემატიკას.

სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ანა ზარიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომსახურების ხარისხის სტანდარტები, საერთაშორისო პრაქტიკა და სემეკის მიერ დანერგილი მონიტორინგის პროგრამა, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში კონტროლდება კომუნალური კომპანიების მიერ სტანდარტების შესრულება.

სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ სუმბაძემ პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივებზე, ნეტო-აღრიცხვის პროგრამასა და მარეგულირებელ ნორმებზე. ვორქშოფის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის ფარგლებში სემეკის მიერ განხორციელებული პროექტები, ენერგეტიკული გაერთიანებების მოდელები და ახალი ელექტრონული პლატფორმა.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …