სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას მელიორაციის სექტორი დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ მომსახურებას – *303#-ს მელიორაციის სექტორი დაემეტა.

მობილურ ტელეფონებზე *303#OK-ის აკრეფით, მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ მომარაგების წყვეტა ოპერატიული რეაგირებისთვის, მიიღონ ინფორმაცია ქვითრის, მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობის განრიგისა და მორწყვის ოპერაციის შესახებ. ასევე, შეუძლიათ მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება და მომარაგების პრობლემაზე რეაგირება.

*303# არ საჭიროებს ინტერნეტ მომსახურებასა და აპლიკაციის გადმოტვირთვას. სისტემა ავტომატურად ახდენს მობილური ნომრის იდენტიფიცირებას, მობილური ტელეფონის ეკრანზე აჩვენებს მიწის ნაკვეთს, წყალსარგებლობის შეთანხმების ნომერს.
303#-ის სერვისის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება. 2020 წლიდან მომსახურება მოქმედებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისთვის. დღემდე, *303#-ზე 6 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.
303#-ის მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ მომხმარებლებისათვის.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: ‘ჩვენი მიზანია, ფორუმზე, რომელიც 2026 წელს თბილისში გაიმართება, სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის …