სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვმული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს:
„10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს გილოცავთ ყველა ენერგეტიკოსსა და ასევე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორს ემსახურებიან პროფესიონალი, კვალიფიციური, დაუღალავი და თავის საქმიანობაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან სტაბილურ და პროგრესულ დარგს.
ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობის განმავლობაში ვხვდები როგორც ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ქართული ენერგეტიკის ჩამოყალიბებაში, ასევე ენერგიით სავსე ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა თაობას. მათ საერთო ინტერესი აერთიანებთ – ქვეყნისა და თავისი საქმის სიყვარული.
ცალკე აღსანიშნია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც გამორჩეულნი არიან დარგისადმი ერთგულებით და ძალისხმევას არ იშურებენ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის.
მოხარული ვარ, რომ სექტორის მიმართ ახალგაზრდა თაობის დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება. სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტები, რომლებიც მოქმედი თუ მომავალი ენერგეტიკოსების ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება.
ჩემი, როგორც სემეკის თავმჯდომარის ინტერესია, რომ ენერგეტიკის დარგს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა პროფესიონალი კადრი ჰყავდეს.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ენერგეტიკოსის დღეს და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ!“

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას …