“სემეკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა წყლის რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაა” – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. ნორმატიული აქტის მიღების პარალელურად, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცნა წყლის რესურსის ეფექტიანი მოხმარების ხელშეწყობა იქნება, რათა დანაკარგები მინიმალური იყოს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში წყალმა რეზერვუარებში მოიკლო და ნალექიც უფრო ნაკლებია. შესაბამისად ამ ყველაფერმა გავლენა იქონია უშუალოდ მიწის გასარწყავიანებულ ფართობზე. აქედან გამომდინარე ის რესურსი, რაც ახლა ქვეყანას გააჩნია მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ. სემეკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი სწორედ ის იქნება, რომ წყლის დანაკარგები მინიმუმამდე  შემცირდეს და რაც შეიძლება მეტი მიწის ფართობი მოირწყას”. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ წყლის ეფექტიანად გამოყენების მიზნით სემეკის მიერ შემუშავებულ ნორმატიულ აქტში წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთაზეცაა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, მიმწოდებელი, წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს აქტისამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცებისშესახებ. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მიმწოდებლის მომსახურებით, გარდა მიმწოდებლისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმწოდებლისმიერ დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განწილვადებაზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …