“სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ” თვინინგ ლაითის პროექტის ფარგლებში კომისიაში შეხვედრები გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ” თვინინგ ლაითის პროექტის ფარგლებში 1-3 აგვისტოს კომისიაში გაიმართა შეხვედრები, სადაც იტალიის ენერგეტიკული სერვისების მართვის სააგენტოს (GSE) და ინფორმაციის ავტომამატური დამუშავების კონსორციუმის (CSI) ექსპერტები და კომისიის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
✅შეხვედრების ფარგლებში იტალიელი ექსპერტების მიერ გაზიარებული იყო მათი გამოცდილება ენერგეტიკული ინფორმაციისა და ენერგეტიკულ სექტროთან დაკავშირებული სერვისების დიგიტალიზაციის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი არის პირველი თვინინგ ლაითის პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
🟩ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ისევე როგორც მსოფლიოში ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიგიტალიზაციის მნიშვნელობას. ეფექტური, გამჭირვალე და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ბაზრის მონაწილეებისათვის და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ციფრული მექანიზმები. ამ კუთხით, არსებითია სემეკისა და მისი თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული ინსტრუმენტებისა და პროცესების გამოყენების თვალსაზრისით.
📍 ამასთან, სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაგვეხმარება შიდა პროცესების ოპტიმიზაცებაში, რაც ხელს შეგვიწყობს მომავალში ბაზრის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. მეორე მხრივ კი მომხმარებლებსა და ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ აქტიურად დანერგონ ახალი მარეგულირებელი ზომები.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …