სემეკის დავალებით „რუსთავის წყალი“ რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესამცირებლად  20.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, შპს „რუსთავის წყალი“  ქ. რუსთავში წყალმომარაგების პრობლემების აღმოსაფხვრელად 20.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია  გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება.

2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები.

სემეკის მიერ გაკონტროლდება შპს „რუსთავის წყლის“  საინვესტიციო გეგმის შესრულება წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს 2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სრულად გაუმჯობესებას, კომისია იმსჯელებს  შპს „რუსთავის წყლის“ მიმართ კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.

ბოლო თვეების განმავლობაში, ქ. რუსთავში გახშირებული სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესახებ სემეკში მომხმარებელთა არაერთი განცხადება/საჩივარი დაფიქსირდა. ამასთანავე, კომისიას განცხადებით მომართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა. სემეკის მიერ საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები იყო გაუარესებული. აღნიშნულის გამო, შპს „რუსთავის წყალი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმდა, ხოლო პრობლემის აღმოსაფხვრელად საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება დაევალა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …