სემეკის დავალებით თელმიკოსა და თელასის მიერ მოქალაქეებისთვის დაკორექტირებულმა თანხამ მლნ ლარს გადააჭარბა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 183-საწოლია განთავსებული.

ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის დიდი ნაწილი – დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.

„ძალიან საამაყოა, რომ კლინიკის ამოქმედებასა და ფუნქციონირების დაწყებაში თავისი წვლილი შეიტანა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“, რომლის თანადაფინანსების შედეგად კლინიკამ საჭირო დანადგარები შეიძინა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, თუმცა იგეგმება მათი 700-მდე გაზრდა. გარდა ამისა, კლინიკა მოემსახურება არა მარტო ადგილობრივ პაციენტებს, არამედ მზად არის რეგიონის პაციენტებსაც მოემსახუროს, რაც დამატებითი შენატანი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენასა და სწრაფ ზრდაში. ასევე ეს იქნება ირიბი შენატანი პერსპექტიული დარგის – სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში, რომელიც ვფიქრობთ, ქვეყანაში სწორედ ასეთი ულტრათანამედროვე კლინიკების შექმნით განვითარდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …