სემეკისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების შესახებ ANRE-ს საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს

სემეკისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების შესახებ მოლდოვის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას (ANRE) საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.

ANRE-ს წარმომადგენლები გაეცნენ წარმოშობის სერტიფიკატების სამართლებრივ რეგულირებას – სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის, გაუქმებისა და აღიარების წესს, ასევე წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრში ანგარიშის გახსნისა და რეესტრის ოპერირების წესს. ​

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება მომხმარებლისთვის მიწოდებული მწვანე ენერგიის წილი.

სერტიფიკატები გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდასაჭერად.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …