სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ბუნებრივი გაზის რეგულირების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე:  „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ბუნებრივი გაზის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლასა და რეგულირების პრინციპებს.  

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისწარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: www.entc.ge.  

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …