სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე  „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ ენერგეტიკის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სემეკის წარმომადგენლები და სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ენერგეტიკული ბიზნესის საფუძვლებს,  ელექტროენერგეტიკული სექტორის სამართლებრივ ჩარჩოებს, ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობის პრინციპებს, სატარიფო პოლიტიკას, მომსახურების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, ენერგეტიკის სექტორის დიგიტალიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დასრულება მიმდინარე წლის 25 სექტემბერს.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/20230911111050-regulationregistration

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …