სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე:  „ელექტროენერგეტიკის რეგულირება საქართველოში“. სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ელექტროენერგეტიკის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ახალი ენერგეტიკული ბაზრების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებით.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის,  საქართველოს ენერგეტიკული ბირჟს, საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 11 მაისი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/regulation_registration

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …