სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე  „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ წყალმომარაგების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები.

კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე არსებული მაგალითების ანალიზი. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დასრულება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/20241011110810-newregistrationwater.

შემთხვევითი სიახლე

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, სერბეთის რესბუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორისსაჰაერო მიმოსვლის შესახებ …