სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკულ ფორუმში, რომელიც  USAID-ის მხარდაჭერითა და NARUC-ისორგანიზებით, შრი-ლანკის ენერგეტიკულ პროგრამასთან კოორდინირებით, 3-5 ოქტომბერს, კოლომბოში გაიმართა.  

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ შრი-ლანკის კომუნალური მომსმახურებების კომისიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება. ფორუმის ფარგლებში წარდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობების განცალკევებას, ენერგეტიკული ბაზრების განვიტარებასა და მარეგულირებელი კომისიის როლს ახალ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …