სებ-ში საინვესტიციო ფონდების კანონპროექტსა და საგადახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

თბილისი (BPI) – “საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონპროექტსა და საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელებმა.

საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განსავითარებლად მთავრობისა და სებ-ის მიერ USAID-ის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით შემუშავებული კანონპროექტების განხილვა იყო, რამაც ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა უნდა უზრუნველყოს.

შეხვედრა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებითა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.

“საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება, მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას.

კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …