სებ-ში გადატანილ საპენსიო თანხებს 6.75% სარგებელი დაერიცხება

თბილისი (BPI) – საპენსიო შენატანები 2019 წლის 1 იანვრიდან გროვდება, “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის შესაბამისად. ამავე კანონის მიხედვით, საპენსიო აქტივების განკარგვა და ინვესტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცებს.

საბჭო ჯერ არ დაკომპლექტებულა, სახსრებს კი სარგებელი უნდა დაერიცხოს, დამატებითი საკრედიტო რისკების აღების გარეშე.    სებ-ის თანხმობით, სააგენტოს მიეცა აგრეგირებული თანხების ნომინალური მფლობელობის ისეთ ანგარიშებზე განთავსების შესაძლებლობა, რომელსაც კომერციული ბანკების მიერ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.


სებ-ის შეთავაზებით. შესაძლებელია ანგარიშების სებ-ში გადატანა და 6.75% დაერიცხება (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის სარგებელი).

ინფორმაცია, თანხების მოძრაობაზე და დაირცხვებზე, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღიურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ …