სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესი დაამტკიცა

წესის დამტკიცების მიზანს წარმოადგენს საქართველოში საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერების, მათ შორის, ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანი პროვაიდერების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეფექტიანი ფუნქციონირება და ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე რისკების შემცირება.

წესში განსაზღვრულია მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები, ასევე, საზედამხედველო კაპიტალის დაანგარიშების მეთოდოლოგია. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა ასევე ვრცელდება გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერებზე. წესის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საქართველოში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ბიზნეს სპეციფიკა და მათი ბოლო 3 წლის ფინანსური მონაცემების გამოყენებით კაპიტალის დაანგარიშების ტესტირების შედეგები.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნული წესი (დანართებით) განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – სამართლებრივ აქტებში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …