სებ-მა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა

თბილისი (BPI) – სებ-ის მპ-ს არ ამკაცრებს. რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება გადაწყვიტა, 6.75%-მდე.

სებ-ი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%) ირგვლივ მოძრაობას ელის. 

ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლაზე მარეგულირებელმა შარშან განაცხადა. თუმცა მას შემდეგ დღემდე არ შეურბილებია. კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შესუსტდა ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები.

არსებული პროგნოზები მპკ-ს განაკვეთის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს. ნორმალიზაციის ტემპი დამოკიდებულია,რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ასევე რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები.

2018 წლის ბოლოსთვის საგარეო სექტორის ტენდენციები დადებითია. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ 2018 წელს 23% შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 18%-ით გაიზარდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …