სებ-მა ბანკებს დამატებითი კაპიტალი არ მოსთხოვა

თბილისი (BPI) – სებ-ის  ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წლის აგვისტოში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული.

სესხები/მშპ  გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს.კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.

სებ-ი  მაკროპრუდენციულ პოლიტიკით ზრუნავს სისტემური რისკების დაგროვების თავიდან აცილებას. შესაბამისად, შეამციროს კრიზისის ალბათობა და გააუმჯობესოს ფინანსური სექტორის მდგრადობა. ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიმუშავა – ფინანსური სტაბილურობის ანგარიში და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია.

სებ-მა  განაახლა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოცემა, რომელიც ყოველწლიურად გამოქვეყნდება. მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია იზიარებს ევროპის სისტემური რისკის კომიტეტის რეკომენდაციებსა (ESRB/2013/1) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით მაკროპრუდენციული პოლიტიკის 5 შუალედურ მიზანს განსაზღვრავს:

ჭარბი საკრედიტო ზრდისა და ლევერიჯის შემცირება და თავიდან აცილება.

ბაზრის არალიკვიდურობისა და ვადიანობის ჭარბი შეუსაბამობის შემცირება და თავიდან აცილება.

პირდაპირი და არაპირდაპირი პოზიციის კონცენტრაციის შეზღუდვა.

არასწორი სტიმულების (misaligned incentives) სისტემური ზემოქმედების შეზღუდვა მორალური რისკის (moral hazard) შემცირების მიზნით.

ფინანსური სისტემის დოლარიზაციის შემცირება.

სტრატეგია აღნიშნულ შუალედურ მიზნებს შესაბამის ინდიკატორებსა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს უკავშირებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …