სებ-ი $40 მლნ ყიდის, რამდენს იყიდის ბაზარი 1/3.45 კურსით

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარს 40 მლნ-ს შესთავაზებს. ინტერვენციის აუცილებლობაზე ბანკმა განცხადება გაავრცელა.

“კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ­­ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.

სებ-ი გაურკვეველი მოლოდინების მიუხედავად სებ-ი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს,ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციისთვის

 40 მლნ მე-3 ინტერვენციაა და სულ 100 მლნ-მდე აღწევს, – სებ-ი აღნიშნავს, რომ წინა წლებში რეზერვების დაგროვებით ქვეყნის საფინანსო სისტემა გამოწვევას  მომზადებული შეხვდა.

საბანკო სექტორი მდგრადია, რაც შოკის პიკის გადავლის შემდგომ  ეკონომიკი სწრაფად აღდგენის გარანტია.

18 მარტს დაანონსებული (მპკ-ს შემდეგ) 19 მარტის ტრანზაქცია შედგა კურსით $1-3.1564 ლარი. 13 მარტს $20 მლნ , კურსით – $1-2.9936.

წინა ანონსზე ბაზარს რეაგირება მყისიერად არ შეეტყო. 3.0807 -დან კურსმა (ოფიციალური) 3.18 -მდე აიწია.

არც  24 მარტის ანონსმა გაანეიტრალა მდგომარეობა. ოფიციალური გაცვლითი კურსი $1 .3.45 ლარით განისაზღვრა.

კურსს COVID19 პანდემია რამდენიმე არხით, მათ შორის მოლოდინების არხით, საფინანსო ბაზრებს..

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …