სებ-ი ყოველთვის დაუმიზნებს 3%-ს, მაგრამ თუ ააცდინა, გარე შოკების ბრალი იქნება

თბილისი (BPI) – “ეროვნული ბანკი ყოველთვის დაუმიზნებს 3%-იან ინფლაციას. თუმცა შოკები ყოველთვის ხდება, დროის ყოველ კონკრეტულ მომენტში ინფლაცია გადახრილი იქნება მიზნობრივი მაჩვენებლისგან, ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით”, – სებ-ის პრეზიდენტმა  2020-2022 წ.წ  ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის   დადგენილების წარდგენისას, ინფლაციის ზრდის მიზეზებზე განაცხადა, მათ შორისაა თამბაქოს აქციზის მატება  და სურსათის გაძვირება, რაც ცენტრლური ბანკის მონატარულ პოლიტიკაზე ნაკლებად არის დამოკიდებული.  აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთზე გადასვლის შემდეგ საშუალო ინფლაცია 3.6%-ია რაც  კარგი მაჩვენებელია 

მან სებ-ის მიერ  ინფლაციის მოთოკვის  გატარებულ ღონისძიებებზე  განაცხადა,  რომელთა შორის ყველაზე  ეფექტური  მპ-ის განაკვეთია.

მან   ლარის გაუფასურების 2 მთავარი მიზეზი დაასახელა რუსეთის ავიაემბარგოს გამო 300 მლნ დანაკლისი და გაუარესებული პოლიტიკური სიტუაცია. 

სებ-ის  პრეზიდენტს  ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლაზე  ჰკითხეს და უპასუხა რომ საქსტატის პრეროგატივაა.  საპენსიო სააგენტოდან სურგულაძის წასვლაზე აღნიშნა, რომ  სისტემის მიმართ ნდობაზე არ იმოქმედებს.  ბანკების აქტივებიდან არაპროფილურის გამიჯვნაზე განაცხადა, რომ ამას ზედამზედველი მკაცრად არეგულირებს.

სებ-მა პარლამენტს წარუდგინა საოპერაციო ჩარჩო ინსტრუმენტებით:  რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერთიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო ნორმა, მათ შორის არ დაასახელა ოფციონები, ინსტრუმენტი, რომელმაც არ გაამართლა.

მთავარის საოპერაციო ინსტრუმენტი რეფინანსირების სესხა, რომლითაც სებ-ი  სისტემას იმდენს აწვდის, რაზეც  კონკრეტულ მომენტშიამოთხოვნა. ლიკვიდობის მიწოდებაში იგულისხმება ჯამური მიწოდება და არა მხოლოდ რეფინანსირების სესხები; რომლის სისტემაში ლიკვიდობა სხვა არხებითაც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ( მაგ: მთავრობის, სავალუტო, ღია ბაზრის ოპერაციები) სწორედ რეფინანსირების სესხებით ხდება სხვა წყაროებიდან ლიკვიდობის შემოდინება-გადინების შედეგად ლიკვიდობის გაჩენილი მერყეობის დაბალანსება.

კობა გვენეტაძის თქმით, მპგ-ის პროგნოზი არ გულისხმობს  დაპირებას, პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებზე.

ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის დადგენილება პარლამენტმა დაამტკიცა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …