სებ-ი სკოლების ფინანსურ განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს

თბილისი (BPI) – სებ-ი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის, პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს, “სკოლა-ბანკის” პროგრამის ფარგლებში, Child and Youth Finance International-თან (CYFI) ერთობლივად.

“სკოლა-ბანკის”  მოიცავს VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ 15-გაკვეთილიან მოდულს, რომლის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმითაა შედგენილი და ფარავს ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა – დაზოგვა, გააზრებული ხარჯვა, ბიუჯეტირება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური პროდუქტები, რისკები და შესაძლებლობები და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მიღება.   ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლებს გადაეცემათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

“სკოლა-ბანკის” პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა პედაგოგებს 2019 წლის 28-29 სექტემბერს თბილისში, ეროვნული ბანკის შენობაში, ხოლო 5-6 ოქტომბერს ქუთაისში, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის” ბაზაზე უმასპინძლა.

“ეროვნული ბანკი განაგრძობს აქტიურ მუშაობას ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით. ამ პროცესში კი პედაგოგების შესაძლებლობების ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა სკოლას, რომელმაც სწორად შეაფასა საკითხის მნიშვნელობა და სკოლის როლი ამ საქმეში, ასევე, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ პედაგოგს, რომლებმაც ტრენინგებზე ცოდნის ბავშვებზე გადაცემის მზაობა აჩვენეს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს, რომელიც ქალაქ ქუთაისში ტრენინგის საორგანიზაციო საკითხებში დაგვეხმარა. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლიდან პროექტის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …