სებ-ი საფრთხეს ხედავს და სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-ს გაყიდის

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია. 

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …