სებ-ი – სასესხო რეგულაციების თავის არიდების ფაქტებზე

თბილისი (BPI) – სებ-ის ეკონომიკურ სიბუექტებს შეახსენებს, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, სებ-ში უნდა დარეგისტრირდეს, თუ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება და ამავდროულად გასცემს სესხებს.

კრედიტორებმა უნდა დაიცვან კანონის და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, 200 000 ლარამდე მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცენ, დაიცვან მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-იანი ზღვარი, რეგულირებით დადგენილ შემთხვევებში, სესხი გასცენ მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ფარგლებში, იზრუნობნ მათ სწორი ინფორმირებაზე.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, რეგისტრაციის კუთხით და მოჩვენებითად გააგრძელონ იგივე საკრედიტო საქმიანობა, რაც, გარდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, შესაძლოა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდეს. 

ასევე, ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ადევნებს მისი კომპეტენციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საკითხს. 

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …